გულგულის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა
24-04-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.
საზეიმო კვირეულში სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ დედაენის ისტორიასა და მის სიდიადეზე ისაუბრეს.
ღონისძიებაზე, რომელიც კვირეულის ფარგლებში მოეწყო, მეხუთეკლასელებმა ასევე განიხილეს, თუ რატომ აღინიშნება 14 აპრილს დედაენის დღე.
მათ ასევე თემატური ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„მათ აღნიშნეს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ძეგლი დაუდგა ქართულ ანბანს“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიების დასასრულს, მეხუთეკლასელებმა სხვა მოსწავლეებთან ერთად, დედაენაზე დაწერილი გამონათქვამები სკოლის ეზოში დარგულ ხეებზე გააკრეს.
ღონისძიება საინტერესო და სახალისო იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა, როგორც ცოდნის ამაღლებისთვის, ისე შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს