სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის ფინალში წარმატებით იასპარეზეს
24-04-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა თუ პროექტში აქტიურად ერთვებიან, მიღწეული შედეგებით კი მასწავლებლებს სიამაყის მიზეზს აძლევენ.

ამჯერად, მოსწავლეებმა - ელენე ცხელიშვილმა, ლილე ჭელიძემ და რომა ფურცხვანიძემ მართლწერის კონკურსის - Spelling bee-ს ტურები წარმატებით დაძლიეს და ფინალში გადავიდნენ. 

მათ წარმატებით იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი კონკურენციის მიუხედავად, მეექვსე კლასის მოსწავლე რომა ფურცხვანიძე ხუთეულში მოხვდა.

მონაწილეები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ფინალს „ევროპული სკოლა“ მასპინძლობდა. 

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203