ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული მოეწყო
21-04-2023
ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა მრავალფეროვანი ღონისძიება მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ყველა კლასის მოსწავლე იყო ჩართული.
სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები: ბავშვებმა ემოციურად წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები და სიტყვები, პრეზენტაციის ფორმატში თემები, ესეები, ჩანახატები და მათ მიერ შესრულებული ხელნაკეთი ნივთები წარადგინეს, ასევე დედა ენაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს, ასევე სხვადასხვა კონკურსები ჩაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, „დედა ენის საღამო“, მოაწყვეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მზრუნველი დედების დახმარებით გამოაცხვეს ტკბილეული და ფინჯანი ჩაის თანხლებით გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ფასდაუდებელი ღვაწლი.
მოსწავლეებმა დედაენის არსი გაიაზრეს და ქართველი ერისთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს