დერჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აკადემიკოს - გიორგი ახვლედიანის დაბადებიდან 136 წლისთავი ღონისძიებით აღნიშნეს
21-04-2023
აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღებიც. 

ამჯერად, სკოლის ეზოში, გამოჩენილი ქართველის - გიორგი ახვლედიანის ძეგლთან, მოსწავლეებმა და ისტორიის პედაგოგმა მისი იუბილე აღნიშნეს. მათ ენათმეცნიერის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს. 

აქტივობამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

„ეს დღე ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი სოფლისთვის და ჩვენი სკოლისათვის, ამ დღეს დაიბადა დიდი ენათმეცნიერი, აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლი და რაც მნიშვნელოვანია, დერჩის სასიქადულო მკვიდრი გიორგი ახვლედიანი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

13 აპრილს დიდი ქართველი ენათმეცნიერის დაბადებიდან 136 წელი გავიდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203