აწყვიტის საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა
21-04-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა ეწყობა. ამჯერად, შიდასასკოლო ჩემპიონატი, კლასებს შორის, მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა. მასში VII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ღირსეულად იასპარეზეს. შედეგად, გამოვლინდა გამარჯვებული - VIII კლასი. ისინი სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

აქტივობამ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203