უწერის საჯარო სკოლის ლიტერატურული კაფეს წევრები შეიკრიბნენ და წაკითხულ წიგნებზე ისაუბრეს
21-04-2023

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში, ლიტერატურული კაფეს - „ფენიქსის ორდენი“, წევრები მესამედ შეიკრიბნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის მონაწილეებმა, ტრადიციულად წაკითხულ წიგნებსა და მისგან დატოვებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს.

შეხვედრა ძალიან სასიამოვნო და ემოციებით სავსე იყო, მოსწავლეები სახლში ნასიამოვნები დაბრუნდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლამ გარდა ლიტერატურული კაფის წევრებისა, ღარის საჯარო სკოლას პედაგოგებსა და მოსწავლეებს უმასპინძლა.

სკოლაში ზრუნავენ, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე, მათში კითხვის კულტურის დანერგვასა და თანატოლებისთვის ემოციების გაზიარების შესაძლებლობაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203