აქუცის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
21-04-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, ამ დღის შესახებ ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და ცოდნა გაიღრმავეს.

აქტივობაში თითოეული მოსწავლე უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათ გააცნობიერეს, რომ დედამიწაზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია. გარდა ამისა, გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს. ბოლოს კი, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203