„დედამიწისა და სიცოცხლის წარმოშობა“ - განძის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კედლის გაზეთი გამოუშვეს
21-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს, რაც ბავშვების მოტივაციაზე დადებითად აისახება. შესაბამისად მოზარდები აქტიურობით გამოირჩევიან. 

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი - „დედამიწის წარმოშობა და სიცოცხლის წარმოშობა“ შექმნეს. აქტივობა ბუნებაში, მასწავლებელი ლ. სირაკანიანის ხელმძღვანელობით გაიმართა.

მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, საინტერესოდ ააწყვეს და მრავალფეროვანი ნამუშაევარი შექმნეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203