გორის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა
21-04-2023
გორის N3 საჯარო სკოლას აქტიური, განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული დირექტორი - ვახტანგ სუხიტაშვილი ჰყავს, რომელიც სხვადასხვა სახის პროექტსა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვება. 

ქართულ-ებრაულმა სკოლა „ორ ავნერმა“ თემაზე - „ჰოლოკოსტი“, კონფერენცია გამართა. ამჯერად, სწორედ მის ფარგლებში მოწყობილ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა ვახტანგ სუხიტაშვილი.

საერთაშორისო საზოგადოება 18 აპრილს აღნიშნავს ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს.

კონფერენციის მიზანი ჰოლოკოსტის თემის შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა იყო. მასში ისრაელისა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები - ჰადას მეიცადი და ერნსტ პეტერ ფიშერი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ხელმძღვანელი კახა ლაბუჩიძე, ისრაელის განათლების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი - დოქტორი დალიტ ატრაქჩი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის საკრებულოს, საქართველოს უნივერსიტეტების, ზოგადი და კერძო სკოლების, ებრაული თემის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203