თბილისის N136 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა დედამისწის დღე გამწვანების აქციით აღნიშნეს
21-04-2023
თბილისის N136 საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნ. ვიალოვასთან ერთად, დედამიწის გალამაზებაში მცირე წვლილი შეიტანეს, მათ სკოლის ეზოში მარადმწვანე მცენარე ღვია და ყვავილები დარგეს. 

აქტივობაში თითოეული მოსწავლე უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათ გააცნობიერეს, რომ დედამიწაზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალია. გამწვანების აქციის მიმდინარეობისას გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203