თბილისის N132 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
თბილისის N132 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობა იმართება. ამჯერად, სკოლაში პროექტი - „ოლიმპიური ფესტივალი სკოლებში“ მიმდინარეობს. მისი მიზანია ფორმალური და არაფორმალური განათლების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების გზით, მოსწავლეებში ოლიმპიზმისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია.
პროექტის მიმდინარეობაში ქართული სექტორის II , III , IV ,VI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, თემატური ნამუშევრები მოამზადეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პროექტი, რომლის ხელმძღვანელიც ოლიკო ზვადიშვილია, 2023 წლის 1 აპრილს დაიწყო და 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
იხილეთ ფოტოები: