ქვენობნის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
24-04-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
მეოთხე კლასის მასწავლებელი თინა შეშელიძე მოსწავლეებს დედაენის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მისი როლი აღნიშნა.
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს - წაიკითხეს ლექსები, მოისმინეს თემატური სიმღერები ბოლოს კი საქართველოს ჰიმნით დაასრულეს ღონისძიება.
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს