ფერიის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა
21-04-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი კვირეული მიმდინარეობს.
Vlა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თეონა აბაშიძის ხელმძღვანელობით სცენარი „დედამიწა შველას ითხოვს“, წარმოადგინეს.
ამ ღონისძიებით მოსწავლეებმა, თანატოლებს შეახსენეს, რომ უნდა იზრუნონ პლანეტაზე, დაიცვან და უყვარდეთ ჩვენი ბუნება.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა განმარტეს, რომ 1970 წელს, დედამიწის დღის დაფუძნებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას.
სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება, რადგან კლიმატის ცვლილებები ყოველდღიურად უფრო და უფრო აშკარა ხდება.
ცნობიერების ზრდასთან ერთად იზრდება სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციაც, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში კლიმატის ცვლილებას ერთიანად აპროტესტებს, ბავშვებმა აღნიშნეს, რომ 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.
აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი ციცინო ხაბაძე გახლავთ.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს