„იყავით ფხიზლად ძალადობის მიმართ!“- დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა ჩატარდა
21-04-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, მაყვალა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გაიმართა. მისი თემა იყო - „იყავით ფხიზლად ძალადობის მიმართ!“. 

მშობლები დაინტერესდნენ, დისკუსიაში ჩაერთნენ, აზრი დააფიქსირეს და პედაგოგის გამოცდილებას გაეცნენ. მათ სამახსოვრო ბუკლეტები დაურიგდათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203