განთიადის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ბაქარ ცხადაძეს მხატვრული კითხვის მასტერკლასი ჩაუტარდა
21-04-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლას ნიჭიერი, მიზანდასახული და აქტიური მოსწავლეები ჰყავს. 

ისინი სხვადასხვა პროეტსა თუ ღონისძებაში აქტიურად ერთვებიან. ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლე ბაქარ ცხადაძეს, სხვა მოსწავლეებთან ერთად, მხატვრული კითხვის მასტერკლასი თამილა მეიშვილმა ჩაუტარა.

აქტივობა ხელვაჩაურის რესურსცენტრში გაიმართა. ბაქარ ცხადაძე მის მიმდინარეობაში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო, მან ცოდნა გაიღრმავა, შესაძლებლობები წარმოაჩინა და სამახსოვრო ფოტო გადაიღო. 

აღსანიშნავია, რომ ის შედეგზე ორიენტირებული, წარმატებული და ბეჯითი მოსწავლეა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203