დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლებთან საინტერესო შეხვედრა ჩატარდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მშობლების სასწავლო პროცესში ჩართულობას დიდი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ცდილობენ, რომ მშობლები ინფორმირებულები იყვნენ, იცოდნენ, რა ხდება სკოლაში, რა გამოწვევების წინაშე დგანენ მათი შვილები და როგორ უნდა გაუმკლავდნენ პრობლემებს.
ამჯერად, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლებთან, პედაგოგიზაციის მიზნით, შეხვედრა ჩატარდა, რომლის თემებიც შემდეგი იყო:
- სტრატეგიები მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად;
- ბავშვს უნდა ესმოდეს, თუ რას და რატომ უკრძალავენ.
მშობლები შეხვედრის მიმდინარეობაში ინტერესით ჩაერთნენ, მათ სამახსოვრო ბარათები დაურიგდათ, პროცესს სვეტლანა ბოჩიკაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: