
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნა.
სკოლის მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - ვარდანუშ ქოსიანის ხელმძღვანელობით, აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ხორბალი დათესეს და ჯეჯილიც აახასხასეს.
მათ ასევე საინტერესო, სააღდგომო დეკორაციები დაამზადეს და ნახატები შექმნეს. მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: