ძევრის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა მინი-სპექტაკლი დადგეს
21-04-2023
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული, საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიებები იმართება.
მოსწავლეების დაინტერესებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ. შედეგად კი, ისინი მოტივირებულები არიან და ინიციატივასაც თავად იჩენენ.
ამჯერად კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლილი ცქიფურიშვილს ხელმძღვანელობით, მინი-სპექტაკლი - „ბებრები“ დადგეს. მათ სამსახიობო ოსტატობა გამოიჩინეს, აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
მათ სპექტაკლი კლასის საათთან დაკავშირებით დადგეს.
„დიდებული წუთები გვაჩუქეს მოსწავლეება, ბრავო და მადლობა დამრიგებელს ლილი ცქიფურიშვილს. სასიამოვნო საყურებელი იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს