„გარემო და ნარჩენები“ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი ხორციელდება
21-04-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო ღონისძიებებითა და აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად კი პროექტ - „გარემო და ნარჩენების“ პირველი შეხვედრა გაიმართა, რომლის სამიზნე ჯგუფიც II-IV კლასი იყო.

მოეწყო გონებრივი იერიში - რა იციან დედამიწის გაფრთხილების შესახებ, როგორ გარემოში ამჯობინებენ ცხოვრებას? რატომ?
ჩატარდა მინი-ლექცია - „დედამიწა ჩვენი სახლია“, ისაუბრეს, თუ რა არის ნარჩენი და მოთხრობა „ბაბუას დარიგება“ წაიკითხეს. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, მაკულატურისათვის ყუთი მოამზადეს და მისი შეგროვებაც დაიწყეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტი მოსწავლეებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და მათ ჩართულობას მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში შეუწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203