საერო სკოლა „ფარნავაზში“, მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტმა ერთკვირიანი პრაქტიკა გაიარა
ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზში“ სასწავლო პროცესი საინტერესო და გამორჩეული აქტივობებითაა დატვირთული.
მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც „ფარნავაზსა“ და „კავკასიის უნივერსიტეტს“ შორისაა გაფორმებული, თანმშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს, რაც ორივე მხარისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლოა.
ამჯერად, სკოლაში, ერთი კვირის განმავლობაში, „კავკასიის უნივერსიტეტის“ პირველი კურსის სტუდენტი გვანცა კვირკველია პრაქტიკაზე იმყოფებოდა. ის სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთო, მოსწავლეები დააინტერესა და თავი დაამახსოვრა.
„სასიამოვნო გარეგნობის, მშვიდ, საიხლეების მაძიებელ და პრაქტიკაში დამკვიდრების მცდელობით გამორჩეულ გვანცას ვუსურვებთ წარმატებებს და კვლავაც „ფარნავაზი" მზადაა ერთობრივი საქმიანობისთვის.
“შემოსტუმრებამ" შედეგი დადო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ჩვენი აქტივობების,მიდგომების განსხვავებულობაში. ოჯახური სითბო, სიყვარული და იდილია, თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის და ჰუმანური მიდგომებით იმ გარემოს ქმნის, რასაც მხოლოდ „ფარნავაზში" ნახავთ. გვანცას თვალებით დავინახეთ ყოველდღიურობა. გვანცამაც შემოგვიტანა სიახლეები, რასაც აუცილებლად დავნერგავთ.
წარმატებები გვანცას და გელოდებით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: