„რა ენა წახდეს ერიც დაეცეს“ -დედაენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება გომაროს საჯარო სკოლაში
21-04-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - ნინო ძირკვაძისა და ჯუნა ყულჯანიშვილის ხელმძღვანელობით, დედაენის დღეს ღონისძიება - „რა ენა წახდეს ერიც დაეცეს“  მიეძღვნა.  

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„მადლობა თითოეულ მოსწავლესა თუ მასწავლებელს ჩართულობასა და გვერდში დგომისთვის. ასევე დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სკოლის დირექტორს - ბატონ თენგიზ გობაძეს მხარდაჭერისთვის და ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღნიშნული ღონისძიება სკოლაში ყოველწლიურად 14 აპრილს ეწყობა.

„ქართული მარტო ენაა?

ქართული ქართველთ რწმენაა!

ღმერთია!

ბედისწერაა!

ზღვა როა,

იმოდენაა!

როგორც წინაპართაგან მოგვდგამს, „ამ განძს თუ არ მოუარე ისე ვერ იქართველებ!“ მოვუაროთ, გავუფრთხილდეთ და დავიცვათ იგი!“, - ამბობენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203