წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური გიმნაზიის პედაგოგ ნინო ცარციძეს მადლობის სიგელი გადაეცა
21-04-2023

წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლურ გიმნაზიაში პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან. ისინი სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი პედაგოგია ნინო ცარციძე. 

ამჯერად, მას „შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების კონვენციის (GRPD) პოპულარიზაციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, ინკლუზიური და თანასწორი და უწყვეტი განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობის სიგელი გადაეცა.

ვებინარის თემა, რომელშიც მასწავლებელი მონაწილეობდა, „ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური განათლება“ იყო. ის ღვთისშვილთა კავშირის ინიციატივითა და თანაორგანიზებით საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმაზე - „21STDIGISKILLZ“ გაიმართა.

ვებინარის ორგანიზება, ფასილიტაცია/მოდერაცია  უზრუნველყო 21STDIGISKILLZ -ის  ქართულმა გუნდმა, რომლის წევრები არიან: ინგა ხარჩილავა, ბატონი კახაბერ ჩაკვეტაძე, ქალბატონები მარიამ მამაგულაშვილი და ნინო ცარციძე.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა წარმატებას სასკოლო საზოგადოება მუდმივად მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203