ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სააღდგომო კონკურსის ფარგლებში, საინტერესო პოსტერი შექმნეს
21-04-2023
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლას მოსწავლეები სიამაყის საბაბს ხშირად აძლევენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლას, ინგლისური ენის მიმართულებით, არაერთი კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული მოსწავლე ჰყავს. კიდევ ერთი კონკურსი, რომელშიც ისინი დიდი მონდომებით ჩაერთნენ, English Book Education-ის სააღდგომო კონკურსია - „აღდგომა საქართველოში, უკრაინაში და საბერძნეთში“.

IX კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ მაია ჩხეიძის ხელმძღვანელობით, შეარჩიეს თემა „აღდგომის ტრადიციები საბერძნეთში“, ისინი ტრადიციებს გაეცნენ, მოიძიეს ინფორმაცია და პოსტერი შექმნეს.

„English Book Education - მადლობა ამ შესაძლებლობისთვის!
ჩვენ კი, წარმატებებს და გამარჯვებას ვუსურვებთ კონკურის მონაწილეებს და საგნის მასწავლებელს ქალბატონ მაიას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203