„ო, ენავ ჩემო“- საინტერესო თავისუფალი გაკვეთილი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასში
21-04-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად, მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. 

მე-7 კლასში თავისუფალი გაკვეთილი „ო, ენავ ჩემო“ გაიმართა. მოსწავლეებმა თემატური პრეზენტაციები მოამზადეს. მათ ქართულ ენის შესახებ ინფორმაცია და ლექსები მოიძიეს, დაამზადეს ვიდეორგოლები და პოსტერები. გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებმა მასწავლებლისგან შექებაც დაიმსახურეს.

მათი ქართულის მასწავლებელი სალომე ქობალია, ხოლო დამრიგებელი თათია ივანეიშვილია.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203