სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტი განხორციელდა
21-04-2023

სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლის მე-7 1 კლასში პედაგოგმა - ნათელა  ხონელიძემ პროექტი - „ვინც დამიცავს მე ვარ მისი დედამიწა“ განახორციელა. აღნიშნული პროექტი დედამიწის დღეს მიეძღვნა.

„პროექტის მთავარი მიზანი იყო ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათ მასწავლებლის მითითებით შეასრულეს სხვადასხვა აქტივობა და  მოამზადეს პრეზენტაციები.

მოსწავლეები პროექტში აქტიურად, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„პროექტი მეტად საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული იყო“, - გვიყვებიან სკოლაში.

მსგავსი აქტივობები და პროექტები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203