
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს კვირეული მიეძღვნა.
კვირეული მოცავდა მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და აქტივობებს. მათ შორის კვირეულის ფარგლებში სკოლის მე-5 კლასში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი.
მოსწავლეებმა კონკურსისთვის საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და კალიგრაფიული ნიჭი წარმოაჩინეს.
შეირჩა საუკეთესო ნამუშევრები და სკოლის დერეფანში გამოიფინა.
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტო: