წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე საგანმანათლებლო შეხვედრაზე საინტერესო პროექტით წარდგა
21-04-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს, ისინი სხვადასხვა ღონისძიებასა და პროექტში აქტიურად ერთვებიან. 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სასკოლო დემოკრატიისა და მოსწავლეთა თვითმმართველობების განვითარების მიზნით, ონლაინ შეხვედრა იმერეთის რეგიონის სკოლებისთვის გამართა. 

შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობების წარმომადგენლებმა გამოცდილება გააზიარეს. წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ქრისტინე მიკირტიჩიანმა განხორციელებული პროექტი - „ელექტრო სიგარეტი - თინეიჯერთა თანამედროვე პრობლემა“, წარადგინა.

ონლაინ შეხვედრას წყალტუბოს რესურცენტრის წარმომადგენელი სალომე შველიძე და ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ფიქრია გიორხელიძე ესწრებოდნენ. შეხვედრას სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მაკა ბიბილეიშვილი უძღვებოდა.

„მონაწილეებს საშუალება მოგვეცა გავცნობოდით თვითმმართველობის მუშაობის პრაქტიკულ მაგალითებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203