მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
21-04-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლე-მასწავლებლები აღნიშნულ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

ამჯერად, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე მე-6 კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილებზე იმუშავეს. დავალების თემა გახლდათ - ჯანმრთელობა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კომპლექსური დავალების მიზანს წარმოადგენდა გააზრება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა ადამიანისთვის და თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ადამიანები თავიანთ და სხვის ჯანმრთელობას.

დავალება მოსწავლეებისთვის საინტერესოსთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ მანდაეთის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება, სწორედ მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გახლავთ კომპლექსური დავალება. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203