
გურჯაანის მუნიციპალიტეტის, ჩალაუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე საინტერესო პროექტებს ატარებენ და აქტივობებში მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი თემაზე: - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“. მათი ხელმძღვანელი ნატალია ღვინიაშვილი გახლავთ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, ისტორიის მასწავლებელმა - ნათელა პაპუნაშვილმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თარიღი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
„მოსწავლეები გაითავისებენ 9 აპრილის მნიშვნელობას და იმ გმირთა თავდადებას, რომლებიც მსხვერპლად შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროექტი 20 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა:
პროექტზე ასევე იმუშავა VIII-IX კლასების ხელმძღვანელმა - ლალი კუდაშვილმა, რომელმაც მოსწავლეებს 9 აპრილის მოვლენების შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა და მათ ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
34 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის ახალი ეპოქა დაიწყო. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, დაიღუპა 21 ადამიანი.
იხილეთ ფოტოები: