გულგულის საჯარო სკოლაში „საჯაროდ კითხვის დღე“ მოეწყო
21-04-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ. ამ მიზნით, კი სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
29 მარტს, გულგულის საჯარო სკოლაში ჩატარდა „საჯაროდ კითხვის დღე“, რომელშიც მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გაზაფხულთან დაკავშირებით ბავშვებმა აირჩიეს თემა - „ქალი და დედა“. მოსწავლეებმა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „დედა“ და გიორგი ლეონიძის იმავე სახელწოდების ნაწარმოები, ასევე წარმოთქვეს თემატური ლექსები, ფრთიანი გამონათქვამები დედაზე, წაიკითხეს ლალი თაკვარელიას სიტყვა დედაზე.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა.
„დამსწრე საზოგადოება ჩაერთო ღონისძიებაში. დამსწრეთ გამოთქვეს თავიაანთი აზრი, შედგა თბილი და სასიამოვნო ღონისძიება“,- გვიყვებიან სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს