
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედაენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებაზე მათ ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მოსწავლეები ამ დღის მნიშვნელობას უკეთ გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.
მოსწავლეები მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ ღონისძიებაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
მათ სკოლაში საზეიმო განწყობა შექმნეს.
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, საქართველოში, დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ვიდეო: