ქუთაისის N12 სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა-კონკურსი - „ჩვენი ენა ქართული“ ჩატარდა
21-04-2023

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

11 აპრილს, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა და დაწყებითი კლასების კათედრების ჩართულობით დედაენის (ქართული ენის) დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა-კონკურსი - „ჩვენი ენა ქართული“ ჩატარდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონკურსი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებას და თანამშრომლობითი კულტურის განვითარების ხელშეწყობას.

კონკურსში მონაწილობდნენ VI,VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები.

ვიქტორინა-კონკურში გაიმარჯვა VII კლასის გუნდმა - „ენა დედაა ერისა!“. კონკურსში მონაწილე გუნდებს გადაეცათ სიგელები.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203