ბანძის საჯარო სკოლის მე-3 კლასში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა
21-04-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.
ამ თარიღთან დაკავშირებით, მე-3 კლასში, კალიგრაფიაში ღონისძიება-კონკურსი გაიმართა. კონკურსის დაწყებამდე კონცერტი მოეწყო, მოსწავლეებმა ქართულ ანბანზე სიმღერები და ლექსები გაიხსენეს. მესამეკლასელებმა ჰიმნი დედაენაზე ერთად შეასრულეს, თემის შესაბამისი სურათები დახატეს, ნახეს ვიდეო - „ქართული ხელნაწერთა ფონდი“.
დასასრულს, კალიგრაფიული წერის კონკურსი გაიმართა. საწერი ტექსტები თავად მოსწავლეებმა, სურვილის მიხედვით, შეარჩიეს. როგორც სკოლაში ამბობენ, კონკურსი ხალისიან და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა. მისი მიზანი საუკეთესო ნაწერის -კალიგრაფიის გამოვლენა იყო. თანაკლასელების ნაწერები თვითონ მოსწავლეებმა და კომისიის წევრებმა შეაფასეს. შედეგად, სამი საუკეთესო ნაშრომი გამოვლინდა, ავტორები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
გარდა ამისა, კონკურსში მონაწილეობისთვის, სიგელი ყველა მონაწილეს გადაეცა.
„ეს დღე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს