აფხაზეთის N14 სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი სააღდგომო აქტივობები
21-04-2023

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს.

სკოლაში აღნიშნული დღესასწაულის მნიშვნელობაზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა ვენერა (ნანი) ესართიამ V-VI კლასების მოსწავლეებთან ისაუბრა.

მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად, სხვადასხვა ნახატით გააფორმეს სააღდგომო გაზეთი და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყველას მიულოცეს.

მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და აქტივობაში მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

ასევე დაწყებითების, III კლასის ხელმძღვანელმა - ირმა საჯაიამ და მისმა მოსწავლეებმა აღდგომის დღესასწაული თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს სასკოლო საზოგადოებას. 

„მოსწავლეებმა სხვადასხვა რესურსების გამოყენებით შექმნეს თემატური ნამუშევარი და სააღდგომო კუთხე“, - გვიყვებიან სკოლაში.

მესამეკლასელები აქტივობაში ინტერესით მონაწილეობდნენ. მათ შემოქმედებითი ხედვა წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203