ქვაციხის საჯარო სკოლაში პროფესიული კოლეჯის წარმომადგენელს უმასპინძლეს
21-04-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

ამჯერად სკოლაში საზოგადოებრივი კოლეჯის წარმომადგენელს უმასპინძლეს. 

ქვაციხის საჯარო სკოლას, საინფორმაციო ტურის ფარგლებში, ქალაქ ზესტაფონის კოლეჯი, „კონსტრუქტ 2“ ეწვია.

დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებსა და სოფლის წარმომადგენლებს კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნიტა ხაჩიძე შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, წარმომადგენელმა ისაუბრა პროფესიული განათლების შესაძლებლობებზე და კონკრეტულად იმ პროგრამებზე, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებას სამშენებლო მიმართულებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203