ახკერპის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
21-04-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მოსწავლეებმა ღონისძიებით აღნიშნეს.

დედაენის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე მათ ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს.

მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

სკოლაში მათ საზეიმო განწყობა შექმნეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203