
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიების ფარგლებში, მე-6 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა, პრეზენტაციისა და ვიდეომასალის საშუალობით, დედაენის დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ისაუბრეს. მათ ყურადღება ქართული ენის ცოდნის აუცილებლობაზე გაამახვილეს.
მოსწავლეებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს, დედაენაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და იცეკვეს. მათ შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ცოდნა გაიღრმავეს.
ღონისძიების ორგანიზატორები ქართული ენის მასწავლებლები ანჟელა ბაღოიანი და შუშანიკ არუტიუნიანი იყვნენ.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: