დაშბაშის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
21-04-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

შესაბამისად, მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული, როგორიც დედამიწის დღეა. 

20 აპრილს, სკოლაში ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები შექმნეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. გაიმართა მათი ნამუშევრების გამოფენა. მოსწავლეება ასევე დაამზადეს ბუკლეტები, წაიკითხეს ლექსები, ბოლოს კი თემატური ფილმის ჩვენება გაიმართა. 

ღონისძიების ორგანიზატორი ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ლუსინე კალაჩიანი გახლავთ. 

დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს, აღინიშნება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203