ჟდანოვის საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა
21-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ გრეტა ჰაროსიანის ხელმძღვანელობით, აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს.

მოსწავლეები კლასში გამართულ აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ, ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ისაუბრეს. მათ თემატური სიმღერა შეასრულეს, იცეკვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

მათ, ასევე, კლაში დღესასწაულისთვის დამახასიათებელი სიმბოლოების დაფა: ჯეჯილი, წითელი კვერცხი, ღვინო, ქიშმიშით ფლავი წარადგინეს. პირველკლასელებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ცოდნა გაიღრმავეს.

„მოსწავლეები ერთმანეთს მიესალმნენ და სასიხარულო ცნობა - „ქრისტე აღდგა მკვდრეთით... კურთხეულია აღდგომა ქრისტესი“, გააჟღერეს.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები ერთმანეთს კვერცხებით ეჯიბრებოდნენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203