აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
21-04-2023

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, დედაენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, აღნიშნეს ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა და მისი როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, მათ არც „დედა ენის“ სახელმძღვანელოს ავტორის - იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი დავიწყებიათ და მის მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე იმსჯელეს. 

„ღონისძიება ყველას მოეწონა. პატარებმა უფროსებისაგან გაიგეს „დედა ენის“ დანიშნულება, აგრეთვე ის, რომ თბილისში მსოფლიოში ერთადერთი ძეგლია დედა ენისადმი მიძღვნილი, რომელიც ქართველმა ერმა სიამაყით შექმნა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203