პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ცოტნე მეზვრიშვილმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ბრწყინვალედ იასპარეზა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში რთავენ, რაც ბავშვების მოტივაციაზე დადებითად აისახება, შესაბამისად აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად, სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლის - ცოტნე მეზვრიშვილის წარმატებას აღნიშნავენ. მან სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე, ფეხბურთში პირველი ადგილი დაიკავა და მედალი გადაეცა.
სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ულოცავენ მას და მის პედაგოგს - დავით ასანიძეს ამ წარმატებას და უსურვებენ შემდგომ წინსვლას.