სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა.
მის ფარგლებში, მე-4დ კლასში, პედაგოგ შორენა ნოდიას ხელმძღვანელობით, არაერთი საინტერესო თუ შემოქმედებითი აქტივობა გაიმართა.
კლასში ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს, დედაენის სიწმინდესა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები წაიკითხეს და ვიქტორინა ჩაატარეს. გარდა ამისა, გაიმართა კონკურსი - ვინ უფრო ლამაზად მოხატავდა ქართულ ასოებს, მოსწავლეებმა ანბანის ხე ასოებით შეამკეს, კედლის გაზეთი გამოუშევს და ფლეშმობი - „აი ია“ მოაწყვეს.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.
იხილეთ ფოტოები: