ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლეებმა რეგიონალურ სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
21-04-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში რთავენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და წარმატებას აღწევენ. 

ამჯერად, მოსწავლებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმოაჩინეს შესაძლებლობები.

2022-2023 სასწავლო წლის საქართველოს რეგიონალური სპორტული ოლიმპიადა დასრულდა. ოლიმპიადაზე ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეგიონალურ შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზეს და მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვეს ხელბურთში, ხოლო კალათბურთსა და ფრენბურთში ორი მეოთხე ადგილის მფლობელები გახდნენ.

გუნდებს ხელმძღვანელობდა ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგი, მირზა სოფრომაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203