ჯიგრაშენის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა - შუშან ეზეკიანმა მე-6 კლასის მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო გაკვეთილი შესთავაზა
21-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, ინგლისური ენის მასწავლებელმა, შუშან ეზეკიანმა, მე-6 კლასში, განმავითარებელი შეფასების გამოყენებით, საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. მან, „სმაილების“ დახმარებით, „გავიგე, ვერ გავიგე, დახმარება მჭირდება“ მეთოდი გამოიყენა.
გაკვეთილის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე აქტიურად ჩაერთო, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს.
მასწავლებელი შუშან ეზეკიანი ამბობს, რომ მსგავსი აქტივობებით მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ერთვებიან და მოტივაცია იმაღლდებათ.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს