„იპოვე მართკუთხედისა და კვადრატის ფართობი“​ - ჯიგრაშენის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული მათემატიკის გაკვეთილი
21-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოზარდთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-5 კლასში მათემატიკის მასწავლებლის - შუშან კუკურტჩიანის ჩატარებული გაკვეთილი, რომელის თემა იყო - „იპოვე მართკუთხედისა და კვადრატის ფართობი“. 

პედაგოგმა მოსწავლეები საინტერესო აქტივობებში ჩართო და არაერთი სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

მოსწავლეებმა თავად მოამზადეს პლაკატები და გაკვეთილზე პრეზენტაციის სახით წარადგინეს, რაც მეხუთეკლასელებისთვის საინტერესო და სახალისო, დამსწრე საზოგადოებისთვის კი შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

შუშან კუკურტჩიანი ზრუნავს ბავშვების მრავალმხრივ განვითარებაზე და ფიქრობს რომ ასეთი გაკვეთილები, ზრდის მოტივაციას და უვითარებს მოსწავლეებს აზროვნების უნარს.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203