„ოტია იოსელიანის ცხოვრებიდან“ - საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში
21-04-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პროექტ-გაკვეთილი - „ოტია იოსელიანის ცხოვრებიდან“, ჩატარდა.

ის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ნატალია შოთაძესთან ერთად, განახორციელეს. პროექტის ფარგლებში, მათ მწერლის ბიოგრაფია და შემოქმედებითი გზა განიხილეს, მოიძიეს ინფორმაცია, წაიკითხეს მოთხრობები, რომლებიც ერთმანეთს მოკლედ გააცნეს. გარდა ამისა, ისაუბრეს მთავარ თემებზე და იდეებზე, აქტუალობაზე, წაიკითხეს ოტია იოსელიანის ლექსები, ციტატები, გამონათქვამები, შექმნეს ვიდეო-რგოლები, გამოსცეს საკლასო გაზეთი. 

პროექტის ბოლო აქტივობა როლური თამაში იყო, მოსწავლეებმა დაჩის ზღაპრის გმირები გააცოცხლეს,ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში ექსკურსია დაიგეგმა.

მოსწავლეები აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

„ბავშვებმა და მასწავლებლებმა შეაფასეს პროექტი და შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ კიდევ მსგავს პროექტ- გაკვეთილებს  მწერლებისა და პოეტების უკეთ გასაცნობად.
პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა სწავლების მოდელია, რაც საშუალებას აძლევს ცოდნასთან ერთად, სხვადასხვა უნარჩვევების გამომუშავების: მასალის სიღრმისეულად წვდომის, კვლევა-ძიების, პრობლემების გადაჭრის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის და შემოქმედებით უნარების“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203