
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს.
ღონისძიება, რომელიც ორენოვანი იყო, მე-2 კლასში ჩატარდა. კლასის დამრიგებელი სიუზანნა თევანიანი გახლავთ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სადღესასწაულო პასკები დაჭრეს და დააგემოვნეს. მათ წითელი კვერცხებიც შეაჭიდეს.
ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული. მეორეკლასელებმა თემატური ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. მათ შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, შემართებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: