„ხელოვნებაა თვით უკვდავება“- მინაძის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი კვირეული მოეწყო
20-04-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
ამჯერად, ხელოვნების მასწავლებლის ინა კურტანიძის ხელმძღვანელობით, შემოქმედებითი კვირეული - „ხელოვნებაა თვით უკვდავება“, გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების შექმნილი ფერწერული, გრაფიკული, აპლიკაციური ნამუშევრები და მაკეტები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ნამუშევრები საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, რამაც დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.