„ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია“ - ახალქალაქის N1 სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა
20-04-2023

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში, შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება გაიმართა, თემაზე - „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია“.

ღონისძიება, სამოქალაქო განათლების პროგრამის მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის - „ახალგაზრდა მოხალისეები მდგრადი განვითარებისთვის“, ეგიდით ჩატარდა.

მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების თემაზე საინტერესო და მრავლისმომცველი პრეზენტაცია წარადგინეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანია მოსწავლეებში, ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს სახალხო დამცველის სამცხე-ჯავახეთის ოფისის წარმომადგენელი, PH international- ის წარმომადგენელი, სკოლის ადმინისტრაცია, დილისკას N1 საჯარო სკოლის წარმომადგენლები და მშობლები.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203