სენაკის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე შთამბეჭდავად აღნიშნეს
24-04-2023
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში როგორც ყოველთვის, ახლაც საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა.

პირველი კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე სხვადასხვა აქტივობით აღნიშნეს და მასწავლებლისაგან სამახსოვრო სიგელებითაც დაჯილდოვდნენ. 

პატარები აქტივობაში, დამრიგებელ ნანა ხოფერიას ხელმძღვანელობით, მონდომებით, პასუხისმგებლობითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და შთამბეჭდავი ფლეშმობიც მოაწყვეს. 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203